საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 65% მთიან რელიეფს უკავია. მაღალმთიანი რეგიონების განვითარება წარმოადგენს ქვეყნის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ნაწილს და მიმართულია საქართველოს მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფისაკენ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრისაკენ.
პოლიტიკის მიზნებია:
მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა კეთილდღეობისა და ცხოვრების დონის ამაღლება;
მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება;
მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა დასაქმების ხელშეწყობა;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის განსახორციელებლად შეიმუშავებს წინადადებებს, სტრატეგიული დოკუმენტებს, პროგრამებს, ასევე უწევს კოორდინაციასა და მონიტორინგს მათი ეფექტიანი განხორციელების მიზნით.